საერთაშორისო ურთიერთობები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს უცხოურ სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი როგორც აზიის ასევე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ხსვადასხვა აქტივობები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო კონფერენციები და სიმპოზიუმები.
გაცვლითი პროგრამით სტუდენტი-ახალგაზრდები ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, თურქეთში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საბერძნეთში და სხვა.. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლელბას იღებენ უცხოელი სტუდენტებიც.
ყოველდღიურად იზრდება მოწვეების რიცხვი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებელთა ნაშრომები ქვეყნდება სხვადახსვა ქვეყნის სამეცნიერო გამოცემებში.
სამცხე-ჯვახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 2013 წლის დეკემბერში გახდა ევროპული ბიზნეს ასამბლეის სამიტის მონაწილე, სამიტი ოქსფორდში გაიმართა და სხვადაასხვა უნივერსიტეტის რექტორები მონაწილეობდნენ. მონაწილეობა განაპირობებს სამომავლო რექტორთა საბჭოს წევრობას.
გასული 2014 წელი, გამოირჩეოდა იმითაც, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა „ქროს დელფინითხარისხისა და პრესტიჟისათვის. დაჯილდოვების ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.  უნივერსიტეტის რექტორი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის შესახებ ისევე როგორც ოქსფორდში, სიტყვით გამოვიდა ჟენევაშიც. 
2012-2013 წლებში გაფორმდა სხვადახსვა სახის მემორანდუმები, პოლონეთში - ლოძის, საბერძნეთში - ათენის ქართულ უნივერსიტეტთნ და კულტურის ცენტრთან, არტაანის უნივერსიტეტთან მევლანას გაცვლითი პროგრამა, რომელშიც ჩართულია თხუთმეტზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი. აგერთვე ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო კომპანია ლოგოსთან, გერმანიაში.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტთნ კეთდება ზაფხულის და ზამთრის სკოლები. აგრეთვე სტუდენტები აქტიურობენ გაცვლით პროგრამებშიც, მათ შორის ინჟინერიისა, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტმა ერთი სემესტრი ისწავლა ლოძის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამა „პირდაპირი მობილობ“-ის ფარგლებში. ამჭამად ჩვენი სტუდენტი იმყოფება გერმანიაში სასოფლო -სამეურნეო პრაქტიკაზე.
სამცხე-ჯავახეთის პროფესორ მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ კავკასიის უნივერსიტეთა ასოციაცის მიერ ორგანიზებულ როგორც მესამე ასევე მეოთხე კონგრესზე, პირველი ბაქოში გაიმართა 2013 წლის მაისში, მეორე ანკარაში, 2014 წლის 29 მაისს. კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IV კონგრესის, თემა იყო: `ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა". კონგრესში მიწვეული იყო და მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

 

პარტნიორი უნივერსიტეტები