TEMPUS-DOIT

DSCF1765„ტემპუსი 4“-ის მეხუთე საკონკურსო პროექტი: „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის
განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისათვის“: DOIT
ძირითადი მიღწევები

 

DSCF0938
 2014 წლის 30 აპრილს, საერთაშორისო პროექტის TEMPUS -ის ფარგლებში (ASPARE), ერევანში ჩატარდა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადეობაში ინტეგრირებასთან დაკავშირებით „ეროვნული ცნობიერების ამაღლების დღეები“ , სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის დირექტორი, ქ-ნი ხათუნა დოლიძე და ნინო გოგიჩაძე( ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფესორი თინა გელაშვილი(პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი).

ღონისძიება დაგეგმილი იყო ერთდროულად რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში (ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის პედაგოგიური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ადმინისტრირების აკადემია, კონსერვატორია, ა/ო ,,Bridge of Hope”), სადაც სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები (დისკუსია, ინტერაქტიული ლექცია, დებატები, ფლეშ-მობი, თეატრალური სანახაობა, მუსიკალური ნომრები და სხვა), ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ღონისძიების ბოლოს, სასტუმრო ,,ANI PLAZA HOTEL-ში გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, მრგვალი მაგიდა -,, შესაძლებლობები, პრობლემები, გამოწვევები“, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტთა ადმინისტრაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროების და უწყებათა წარმომადგენლები, ასევე პროექტის ევროპელი პარტნიორები (სლოვაკეთი, ირლანდია);
მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილია ბათუმში-11 ივნისი, ახალციხეში-13 ივნისს ,,რაბათის ციხეში“ და თბილისში, ილიაუნის ორგანიზებით -14 ივნისს.

დინარე წლის 13-15 მარტს უნივერსიტეტის ორი თანამშრომელი, პროფესორი თინა გელაშვილი (პროექტის კოორდინატორი) და მასწავლებელი თეონა ჟუჟუნაძე საერთაშორისო პროექტის, ტემპუსის (CASEDE-სტუდენტთა კარიერული სერვისების განვითარება საქართველოში) ფარგლებში მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ (WP.9.1) ვორკშოპზე, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტებში სტუდენტთა კარიერული სერვისების ჩამოყალიბების და გაუმჯობესების ღონისძიებებს, ცენტრის ეფექტური მუშაობისთვის კონკრეტული უნივერსიტეტის საჭიროებებს (მატერიალური, ფინანსური), ცენტრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, ლექტორის და სტუდენტისათვის სახელმძღვანელოს მომზადებას. ევროკავშირის ექსპერტთა მიერ (ვილნიუსი, ინგლისი, ბუდაპეშტი) წარმოდგენილი და გაზიარებული იქნა შესაბამის ქვეყნებში კარიერული ცენტრის მუშაობის გამოცდილება. პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში გადამზადდა და სერთიფიცირებული იქნა ორი პედაგოგი (თ. გელაშვილი და თ. ჟუჟუნაძე), რომლებიც წარუძღვებიან საპილოტე კურსს ,,სტუდენტთა კარიერული განვითარება“, საგნის წაკითხვა იგეგმება 17 მარტიდან, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში, 110-ე აუდიტორიაში. საგანი დაეხმარება სტუდენტებს პროფესიულ ორიენტაციასა და განვითარების საკითხებში. კარიერული ცენტრისთვის შეძენილი და გადმოცემული იქნა უნიკალური, 103 სახელმძღვანელო; იგეგმება სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის პარტნიორობის ინიციატივის ხელმოწერა პროექტში ჩართული პარტნიორ უნივერსიტეტებსა და საქართველოს დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციებთან. აღნიშნული ინიციატივა მომზადებულია სამუშაო ჯგუფის მიერ და უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.
  დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები: ვებ-პორტალის მომზადება, სადაც განთავსდება სტუდენტთა CV, რაც საშუალებას მისცემს დამსაქმებლებს მოძებნონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების ახალგაზრდები და დაასაქმონ.
  შემდგომი ვორკშოპი მიმდინარე წლის 13-16 აპრილს დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.


 
tempus

CASEDE

STUDENT CAREER COMPETENCIES DEVELOPMENT PROGRAMME

For the first time in Georgia and in our University!!!
From the spring semester of 2013-214 academic year Career Development Center of Samtskhe-Javakheti State Teaching University offers a new study program - Student Career Competencies Development Programme prepared in the framework of Tempus international projectSTUDENT CAREER COMPETENCIES DEVELOPMENT PROGRAMME
Program developers are:
Coordinator of the programme: Career Center of Vilnius University (Lithuania)
EU project partner Higher Educational Institutions:
- Corvinus University of Budapest (HU)
- University of Essex (UK)

The program is being implemented in seven Georgian partner Universities (TSU, Batumi State University, Telavi State University, Zugdidi State University, Black Sea International University, Georgian University and Santskhe-Javakheti State Teaching University.

Research conducted with the students and employers in the framework of the project have shown problems which obstruct the employment of students and growth of their competitiveness in the labor market.

Thus, the aim of this program is: To develop personal career management competencies, to enhance student employability and career success

After completing the course students will know and understand the key factors affecting career development success, demonstrate that they have skills to apply theory and practice of career development to themselves, have developed the positive, realistic and resilient attitudes and values that underpin career development success.

The program is two-credit course 2(ECTS), students will have two contact hours per week, total 30 hours and independent 2 hours.
The course can be attended by any interested students;
The prerequisite of the course is the knowledge of English (B1);
Students will take the certificates if the successfully pass (they have to take 50+1 score) the course.

The course will be led by the trainers: Prof. Tina Gelashvili and Teacher Teona Zhuzhunadze
If you want successful career, please, contact us:
Tel: 591 411298;
E-mail: JLIB_HTML_CLOAKING ; JLIB_HTML_CLOAKING
Students Career Development Center of Samtskhe-Javakheti State Teaching University


tempus memorandumiმიმდინარე წლის 20-22 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში TEMPUS-ის (CASEDE-wp.4.
გლებში ჩატარდა პარტნიორი უნივერსიტეტების  ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად თანამშრომლობის ინიციატივების შემუშავებას და კარიერული ცენტრების შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი და ექსპერტი პროფ. თინა გელაშვილი. მომზადდა მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი როგორც უნივერსიტეტების, ისე დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ.3) ფარ



  1393951109 tmp მიმდინარე წლის 23–26 თებერვალს ქ. დრეზდენში(გერმანია) გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის ტემპუსის (ASPIRE) მორიგი, მე–5 შეხვედრა . შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ( ირლანდია, გერმანის, სლოვენია), საქართველოს ( თბილისი, ბათუმი, სამცხე–ჯავახეთი) და სასომხეთის (ერევანი, გორისი) უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, პროფესორი თინა გელაშვილი და მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ჯანოვა. 
  შეხვედრის მიზანი იყო პროექტის შუალედური ანგარიშების წარდგენა, გაწეული (როგორც ფინანსური, ასევე კვლევითი ) სამუშაოს შეფასება, პირველი პილოტირების შედეგებისა და შემუშავებული მოდულების ( სულ 8) გაცნობა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში მონაწილეთა მიერ გაწეული მუშაობა როგორც კვლევითი, ისე ფინანსური, საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შეფასდა დადებითად.  

 

TEMPUS

tempus-222-25 იანვარს TEMPUS-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში (CASEDE) თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალი საპილოტე კურსის - "სტუდენტთა კარიერული კომპეტენციების განვითარება"- დასანერგად ტრენერთა გადამზადებას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდნენ პროფესორი თინა გელაშვილი და PR-სპეციალისტი - თეონა ჟუჟუნაძე, რომლებმაც ინგლისურ ენაზე ჩაატარეს საპილოტე ლექცია, რაც საფუძვლად დაედო ტრენერის საერთაშორისო სერთიფიკატის მიღებას.
სასწავლო კურსი დაიწყება საგაზაფხულო სემესტრიდან და ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საშუალება ექნებათ აირჩიონ საგანი (მინიმალური მოთხოვნა-ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე) და გახდნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე."

 

lvovi2013 წლის 9-13 დეკემბერს, საერთაშორისო პროექტის - TEMPUS-ის ფარგლებში უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი: პროფ. თინა გელაშვილი - პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი, პროფ. რევაზ ზედგინიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (პროექტში მონაწილე), პროფ. მაკა ბერიძე - განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ (პროექტში მონაწილე) და მერი სახამბერიძე (პროექტში მონაწილე), მობილობით იმყოფებოდნენ ივანე ფრანკოს სახელობის ლვოვის (უკრაინა) ეროვნულ უნივერსიტეტში. პროექტი, რომლის სახელწოდებაა - ,,მულტილინგვური მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (წამყვანი უნივერსიტეტი) და უკრაინის (ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, ყირიმი) უნივერსიტეტებთან ერთად წარმოდგენილი იქნა მოდულებში შემავალი სილაბუსების პრეზენტაზიები.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გაკეთდა პრეზენტაცია მოდულზე - მულტილინგვური განათლების სპეციფიკა სამცხე-ჯავახეთში.

  

vilniusi2013 წლის 2-6 დეკემბერს  TEMPUS-ის  პროექტის (CASEDE-სტუდენტთა კარიერული სერვისების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში) ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა: პროფ. თინა გელაშვილმა (პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი) და მასწ. თეონა ჟუჟუნაძემ  გაიარეს  საგნის - ,,სტუდენტთა კარიერული განვითარება“ მოსამზადებელი კურსი, რომლის პილოტირებაც უნივერსიტეტში იგეგმება საგაზაფხულო სემესტრიდან. წამყვანი უნივერსიტეტია ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი.