ჩატარებული


2014 წლის 26-27 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა რესპუბლიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით: 

 

  2017 წლის 1 ივნისს გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების,ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია მიძღვნილი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავისადმი. კონფერენცია გაიხსნა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც მისალმებების შემდეგ სიგელებით დაჯილდოვდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსელები: მარიამ მუმლაძე, თინათინ ტეფნაძე, ნათია ზაზაძე, ნაზიკ ექნოსიანი, ქრისტინე გაბიანი, ხატია ნატრიაშვილი და  ნაზი ქებაძე. მათ სიგელები „უნივერსიტეტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის“,  გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ  ბერიძემ. 

სხდომაზე პლენარული მოხსენებით წარსდგა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი. მისი მოხსენება ეხებოდა სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის პრობლემებს საქართველოში  და მათი გადაჭრის პერსპექტივებს. კონფერენციამ იმუშავა სამ სექციად: ფილოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სექცია; განათლების სექცია; ისტორიისა და ეთნოლოგიის სექცია. შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იყო ბევრი საინტერესო მოხსენება. იხილეთ პროგრამა


2017 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა. კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად. შემაჯამებელი სხდომა გაიმართა პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით


2017 წლის 24 მაისს, 14:00 საათზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2017.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა. სხდომა გაიხსნა პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში, მონაწილეებს მიესალმნენ ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი მესხი; დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ლერი ნოზაძე და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ჭიღლაძე.

კონფერენციამ იმუშავა სამ სექციად: აგრონომია-ეკოლოგიის სექცია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექცია და მათემატიკა-ასტრონომიის სექცია. შემაჯამებელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ფაკულტეტის  სტუდენტების შედარებით მცირე კონტიგენტისა, აქტივობა იყო ძალიან მაღალი. გამოვლინდა  სამი გამარჯვებული სტუდენტი: უნივერსიტეტის პედაგოგები: (ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამის I კურსის სტუდენტები) დარეჯან ვედიაკოვი და ჯულიეტა ტაბეშაძე და, ასევე, ელისო მურადაშვილი (აგრონომიის სადოქტორო პროგრამის I კურსი). ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო XIV კონფერენციაზე.

კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით



2017 წლის 18 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავისადმი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით.
ჩატარების ადგილი: უნივერსიტეტის I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა

2017 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმც იმუშავა შემდეგი პროგრამით.


 

2016 წლის 21 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა კონფერენცია - II „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთი რაიონის სკოლების მოსწავლეებმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი მესხი და კონფერენციის ინიციატორი - ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ს/მ დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ზაირა ტყებუჩავა. მათ მოსწავლეებს უსურვეს წარმატებები და გამოთქვეს სურვილი შემდგომი, რიგით მესამე, კონფერენციის ჩატარების შესახებ.
მისალმება-პრეზენტაცია ჩაატარა სსიპ _ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია თათეშვილმა. მან სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლი წარუდგინა მსმენელებს, რომელმაც მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციას სტუმრობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა ლომოური, ასევე „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროგრამების კოორდინატორები დემეტრე მოდებაძე და გიორგი გრიგოლაშვილი. მათ გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა და სურვილი, რომ მიიღონ თანამონაწილეობა შემდგომ კონფერენციაზე. ქალბატონმა მარინა ლომოურმა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხუთი საუკეთესო მონაწილისთვის „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის“ მიერ დაწესებული საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.
კონფერენციამ იმუშავა სამ სექციად:
1. მრავალწლიანი კულტურები და მეფუტკრეობა
ხელმძღვანელები:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა წითაშვილი
სსიპ – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგი ეთერ ჯვარიძე-ოთანაძე
სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიდა მარტიაშვილი
2. მემცენარეობა
ხელმძღვანელები:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზაირა ტყებუჩავა
სსიპ – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი
სსიპ – ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა დავლაშერიძე
3. აგროეკოლოგია
ხელმძღვანელები:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რევაზ ზედგინიძე
სსიპ _ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია თათეშვილი
სსიპ _ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე სოფიო თედორაძე
შემაჯამებელ სხდომაზე ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატით, ასევე ჟიურიმ გამოავლინა 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. მათი შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეთა კვლევა კონკრეტული პრობლემის გადაჭრის შესახებ.ესენი არიან: ვასილ ბერიძე, მარიამ ლონდარიძე, სსიპ – დაბა ასპინძის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი მთვარისა ზედგინიძე; სალომე გელაშვილი, სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი ჟანა შარვაძე; მაია ხუციშვილი, სსიპ – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი ციცინო ხაჩიძე; მარიამ ბერიძე, სსიპ _ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი ნაზი ტორიაშვილი; თამთა კაპანაძე, ირაკლი ბიტიაშვილი, სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი მარიამ ხვედელიძე.
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით 

2016 წლის 9 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო  კონფერენცია მიძღვნილი შოთა რუსთველის დაბადებიდან 850-ე წლისთავისადმი. რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

  2016 წლის 13-14 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩატარდა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები - II“ , რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით 

2016 წლის 26-27-28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები-II (The International Scientific Conference ‘Problems of Modern  Astrophysics – II’), რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით  

2016 წლის 31 მაისს  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა I მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2016 წლის 24 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2016 წლის 25 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა  განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენცია,  რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2016 წლის 23 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2016 წლის 1მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა  ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენცია,  რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით 

2016 წლის 21-2 აპრილის  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა   საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი  „თურქულ-ქართული ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“,  რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 11 ნოემბერს  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა  სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი   პროგრამით

2015 წლის 12ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩატარდა კაკი წერეთელის დაბადებიდან 175-ე დაგარდაცვალებიდან მე-100  წლისთავისადმი მიძღვნილი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა  სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი  პროგრამით

2015 წლის 10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა  აკაკი წერეთელის დაბადებიდან175-ე დაგარდაცვალებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 7-9 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25-ე წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ასტროფიზიკის თანამედროვე  პრობლემები“, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით.

2015 წლის 10-11ივლისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალციხის ციხეზე გაიმართა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას ონომასტიკაში - „ახალციხე-2015“ , რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 30 ივნისიდან–2 ივლისამდე გორდონის აკადემიური განათლების კოლეჯში, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, ჩატარდა კონფერენცია

2015 წლის 5-6 ივნისს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩატარდა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია 2015 , რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 2 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

28 მაისს, 14:00 საათზე, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა  სტუდენტთა რესპუბლიკური რიგით მესამე კონფერენცია თემაზე: „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

26 მარტს,  პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა  პროფესორ-მასწავლებელთა  კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 21-22 აპრილს ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით

2015 წლის 26 მარტს, გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა შემდეგი პროგრამით