რესპუბლიკური/საერთაშორისო

 

1. V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია „სასაქონლო ექსპერტიზის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური პრობლემები“

2018 წლის 20-22 მარტს პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტში (პოლტავა, უკრაინა) გაიმართება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია „სასაქონლო ექსპერტიზის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური პრობლემები“. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8275/

2. კონფერენცია -,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2018 წლის 14 აპრილს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსაც. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:http://tesau.edu.ge/konferenciebi

3.  IV ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია "ანტიკურობის თანამედროვეობა"

2018 წლის 27-28 აპრილს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გამართავს IV ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა". აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/

4. ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია 2018 წლის 30 აპრილს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/

5.სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”. ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები” გაიმართება 2018 წლის 5 მაისს ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და ინტერდისციპლინური სესია.

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://ss.ibsu.edu.ge/student-conference/

6. ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

2018 წლის 5-6 მაისს ევროპულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიტვა) გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/

7. ამერიკის მცოდნეობის მე-19 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 17-19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/tSBawD991PxNjZnCb

8.საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „სტუდენტური მეცნიერების დღეები“ 

2018 წლის 24 მაისს რუსეთის კოოპერაციის უნივერსიტეტის ყაზანის კოოპერატიულ ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „სტუდენტური მეცნიერების დღეები“. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8320/

9. მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

2018 წლის 25-26 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8370/

10. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეექვსე  საერთაშორისო კონფერენცია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018 წლის 27 მაისს ატარებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.ciu.edu.ge/page/conf_reg

11. რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

2018 წლის 5-16 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში X საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა)
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია)
3.ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
4.სამართალმცოდნეობა
5.ეკონომიკა და ბიზნესი
6.მედიცინა და სხვა

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/

 

12. სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?"

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი(არისკი)/Aმერიცან ღესეარცჰ Iნსტიტუტე ოფ ტჰე შოუტჰ ჩაუცასუს(AღIშჩ), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 25-30 ივნისს მართავს სამეცნიერო ფორუმს სახელწოდებით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – „ღემემბერინგ ტჰე Gეორგიან Dემოცრატიც ღეპუბლიც 100 Yეარს Oნ: A Mოდელ ფორ Eუროპე?", რომელიც შედგება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და საერთაშორისო საზაფხულო სკოლისგან.სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.

აღნიშნული ფორუმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/

13. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი 2018 წლის 6-7 ივლისს ატარებს პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - "ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები".

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.conferenceconomics.tsu.ge/?leng=ge

14. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 3-7 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:  https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/

15. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”

2018 წლის 28-29 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა” კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://tesau.edu.ge/konferenciebi

16. საერთაშორისო კონფერენცია "ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა"

2018 წლის 14-16 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა". აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8274/

17. მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფული ნაკადები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი და დაცვა“

2018 წლის 1-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის, გარემოს დაცვის ეკოცენტრისა და ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზატორობით გაიმართება მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფული ნაკადები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი და დაცვა“. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8327/

18. ჰელსინკის უნივერსიტეტის ალეკსანტერის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენცია

ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) ალეკსანტერის ინსტიტუტში 2018 წლის 24-26 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - "Liberation – Freedom – Democracy? 1918–1968–2018"

აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:https://www.helsinki.fi/en/conferences/liberation-freedom-democracy

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/

19. მექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEჩ 2018 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

2018 წლის 13-14 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEჩ 2018 ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. აღნიშნული კონფერენციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://gtu.ge/Science/Conference/8302/

20.  კონკურსი

ორგანიზაცია ,,კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (ჩთჩ) საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის აცხადებს კონკურსს გამოყენებითი კვლევის შემუშავებაზე. აღნიშნული კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.jobs.ge/166942/