მუზეუმის ისტორია

        სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2016 წლის 11 მარტს # 21 დადგენილებით დააარსა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი. აკადემიური საბჭოს დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცა წარმომადგენლობით საბჭოს, რომელმაც 2016 წლის 11 მაისს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. მოქმედებს დებულებით, რომელიც დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ .

     სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს ხელმძღვანელობს სპეციალისტი ია ჩიტაშვილი რექტორის 2016 წლის 20 ივლისის ბრძანებით.

      მუზეუმის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო საგამოფენო ექსპონატების ,საარქივო მასალების მოძიება და შეგროვება.

     მუზეუმი ოფიციალურად გახსნა 2017 წლის 19 აპრილს საქართველოს ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

     ახალი  გახსნილი მუზეუმი მოინახულა  2017 წლის 28 აპრილს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

      მუზეუმში გამოფენილია ფერწერული, ჭედური, ქვაზე და ხეზე  ნაკვეთი ნიმუშები, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ჩტარებული ღონისძიეებების ამსახველი მასალები, ნივთები და დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის ისტორიას, შეუსწავლელი ეპიგრაფიკული მასალა ქართულ, ოსმალურ და ბერძნულ ენებზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შემოქმედება. გალაკტიონ ტაბიძის, რეზო ინანიშვილის ჩანახატები. მუზეუმის საცავში ინახება პროფესორ - მასწავლებელთა პირადი არქივი. 

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 9 საათიდან 18 საათამდე