2017 წლის 21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია ლექცია თემაზე - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი“. ლექცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ რიგში, მოხდა პროექტთთან - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“ გაცნობა, ხოლოდ შემდეგ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელმა საბა ბუაძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი მიმართება საქართველოსთან. ლექცია დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლექციის ორგანიზება მოხდა პროექტის - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში“- ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს SDG-ების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს საჯარო დისკუსიები, ლექციები, ტრეინინგები და საინფორმაცია კამპანიები. 

udfi 1udfi2udfi3udfi4

2017 წლის 10-12 ნოემბერს ბულგარეთში, პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტში ჩატარდა უკვე ტრადიციად ქცეული VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „მთარგმნელობითი ოსტატობის სწავლება“, რომელიც წარმოადგენს ფონდ „რუსული სამყაროსა“ და პლოვდივის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს და განხორციელდა პლოვდივის რუსული ენისა და კულტურის ცენტრის მიერ, უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის კათედრის მხარდაჭერით. წელს პირველად, სემინარში  მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (ხელმძღვანელი ასმათ ევსაია-ასოცირებული პროფესორი, გიორგი ხმალაძე-სამართლის სპეციალობის მაგისტრანტი, ემა ნაზარეთიან-განათლების, ჰუმანიტარულ  და   სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსი  სტუდენტი,  ჟენია ერანოსიან - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი).

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სემინარში მონაწილეობა მიიღო  58 სტუდენტმა ევროპის  ქვეყნების  12 უნივერსიტეტიდან.

სემინარის საზეიმო გახსნა ჩატარდა 10 ნოემბერს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. მრგვალ მაგიდასთან „მთარგმნელებად არ იბადებიან - მთარგმნელები ხდებიან“, შეიკრიბა 50 სტუდენტი, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი გუნდები და ისაუბრეს იმ ქვეყანაზე და უნივერსიტეტზე, რომელსაც წარმოადგენდნენ.  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფილმი-პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრეთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

სემინარს ხელმძღვანელობდნენ მოსკოვის გერცენის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვალერი ეფრემოვი, სოფიის  უნივერსიტეტის პოფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მარიანა კონოვა და    ტულის  ლევ ტოლსტოის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გრიგორი ტოკარევი.

სემინარის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა „ხალხთა მეგობრობის საღამო“, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა ცეკვამ დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია.  ფეხზე ამდგარი დარბაზი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით აცილებდა ქართველ სტუდენტებს  სცენიდან.

სემინარის დახურვის  დღეს პლოვდივის უნივერსიტეტის რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნადია ჩერნევამ  შეაჯამა სემინარი,  ისაუბრა  პროექტის უდიდეს  მნიშვნელობაზე  ხალხთა მეგობრობისა და დაახლოების კუთხით,  აღნიშნა, რომ  პროექტი აძლევს ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდა რუსისტებს კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში   და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, გუნდის ხელმძღვანელებს, ლექტორებსა და ორგანიზატორებს აქტიური მუშაობისა და პროფესიონალიზმისათვის.

სემინარის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე  სერთიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ სტუდენტებს და გუნდების  ხელმძღვანელებს.

bulgareti 1bulgareti 2bulgareti3bulgareti4

გაცვლითი პროგრამა პოლონეთში! გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.  იწყება საბუთების შევსება ლოძის უნივერსიტეტში  (პოლონეთი) სწავლების მსურველთათვის.  საბუთების შევსება იწარმოებს მიმდინარე წლის 6 დეკემბრამდე, გაცვლითი პროგრამა „პირდაპირი მობილობა“ ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლოძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.  სწავლა უფასოა. დაინტერესების შემთხევაში, მიაკითხეთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულებას, ოთხახი 304. 

2017 წლის 19 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეთა მათემატიკის რეგიონული ოლიმპიადის დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  ოლიმპიადის პირველ ტურში ყველაზე წარმატებულმა შვიდმა სკოლამ: ქ. ახალქალაქის V საჯარო სკოლა, ქ. ვალეს I საჯარო სკოლა, უდის I საჯარო სკოლა, აწყურის საჯარო სკოლა და ქ. ახალციხის კერძო სკოლა ხერხემი („მზექა“). მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომების ანალიზის საფუძველზე, პირველი ადგილი მიეკუთვნა სოფელ უდის I საჯარო სკოლას (დირექტორი რუსუდან გზირიშვილი; პედაგოგები: რუსუდან გზირიშვილი, ეთერ პარუნაშვილი და შუშანა მერაბიშვილი; მოსწავლეები: სოსო მაქანდარაშვილი, მარიკა ზაზაშვილი, ვაჟა აბულაძე, ეკატრერინე ფარცახაშვილი, თამაზ ჩოლაშვილი, ლანა მერაბიშვილი, მანანა ბალახაშვილი).

მეირე ადგილი დაიკავა ქ. ახალქალაქის V საჯარო სკოლამ (დირექტორი ემმა ნაჰატეკიანი, პედაგოგი რუსტამ ნაჰატეკიანი; მოსწავლეები: კარინე ნაჰატეკიანი, ხაჩატურ მელტონიანი, იურა კუჭოიანი, ანდრანიკ მურადიანი, ედუარდ ბარეკიანი, არტაშ ხანონიანი, ანნა ქეციანი).

მესამე ადგილი წილად ხვდა შპს კერძო სკოლა ხერხემს („მზექა“), (დირექტორი ბელა კაპანაძე, პედაგოგები: ფიქრია პეტაშვილი, ციცინო ძამაია, გურამ თათქათიძე, ნანა ზაზაძე. მოსწავლეები: ნიკა ქურდაძე, მარიამ ლომიძე. თამარ ზაზაძე, ნინო გობეჯიშვილი, ქეთი აფრიამაშვილი. ლეონიდ მიშიანი, მარი ბალახაძე).

გამარჯვებულ უდის I საჯარო სკოლას გადაეცემა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი, ხოლო სკოლის დირექტორს რუსუდან გზირიშვილს გადაეცემა თასი მუდმივ მფლობელობაში. სკოლის პადაგოგებსა და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ოლიმპიადის მედლები და სიგელები.

 olimpiada 1olimpiada 2olimpiada 3olimpiada 4

ყურადღება! კონკურსი - მედია მე ვარ! ხარ 13-დან 21 წლამდე და გაინტერესებს ახალი ამბები, ტელევიზია, ონლაინ მედია, ან სოციალური მედია? გაქვს ხედვა მედიის განვითარებასთან დაკავშირებით?

მიიღე მონაწილობა GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის კონკურსში, გაგვიზიარე შენი გამოცდილება და მოსაზრება. მოგვიყევი სად ხედავ შენ თავს მედიასთან მიმართებაში; როგორ ამოწმებ ინფორმაციას - სიმართლეა თუ ტყუილი? რას ნიშნავს მედია შენთვის? თვლი შენს თავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლად? 

გამოაგზავნე შენი ხედვა ნებისმიერ ფორმატში:

  • ესსე (მაქსიმუმ 3 გვერდი)
  • ფოტო/ ინფოგრაფიკა
  • ვიდეო/ ანიმაცია 

თითოეული ფორმატის მიხედვით, ჟიური გამოავლენს თითო საუკეთესო ნამუშევარს - ფულადი პრიზი 300 ევრო.

 შეავსეთ კონკურსის აპლიკაცია 17 ნოემბრის ჩათვლით ამ ლინკზე გადასვლით: http://bit.ly/2yIbcZ4

კონკურსი იმართება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ნიდერლანების საგარეო სამინისტროს მხარდაჭერითTransitions Online-თან პარტნიორობით.

2017 წლის 14 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ მერაბ ბერიძეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ჯეფ რენო შეხვდა. შეხვედრამ ოფიციალურ გარემოში ჩაიარა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა მადლობა გადაუხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვედრისთვის,  უნივერსიტეტი უკვე მერამდენე წელია მასპინძლობს “Education USA”, რომელიც საერთაშორისო განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს, ხოლო ცენტრი უნივერსიტეტის შენობაშია. ბატონმა ჯეფმა აღნიშნა, რომ  განსაკუთრებით დაინტერსებულია საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ხოლო  “Education USA” უნდა იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი უნივერსიტეტებსა და აშშ-ის შორის.

ბატონმა მერაბმა ისაუბრა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტი საელჩოს დაფინანსებით განხორციელებულ რამდენიმე პროექტში იყო ჩართული,  ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მასპინძლობდა “Fulbright”-ის პროგრამის მოხალისეს.

შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი შეხვდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებსა, პროფესორებს და მოინახულა ამერიკის სწავლების ცენტრი. 

atashe1  atashe2  atashe3

2017 წლის 9 ნოემბერს , რაბათის ციხის  ციტადელის დარბაზში სამცხე=ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისდიზაინის სპეციალობის პედაგოგის, მხატვარ ლელა ფერაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. მხატვარმა ციტადელის დარბაზში  წარმოდგენილი კომპოზიციები მიუძღვნა ადამიანებს, რომლებიც მას ძალიან უყვარს.  

გამოფენა გახსნა ახალციხის ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის სახეკმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი მერაბ ბერიძე. მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრეს : ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა გოგოლაძემ, მხატვარმა ნანა ყორანაშვილმა, მსახიობმა ხათუნა ღუღუნიშვილმა.  

გამოფენას ესწრებოდნენ საზოგადოებისა და ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები , მხატვრის კოლეგები, მეგობრები, მოსწავლეები და სტუდენტები, გამოფენა რაბათის ციხეზე თვის ბოლომდე დარჩება. 

gamofena1gamofena2gamofena3gamofena4gamofena5

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული განვითარების საზოგადოება-სასტიპენდიო ფონდი" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უკვე ორი წელია თანამშრომლობს. ორგანიზაციის პრიორიტეტია რეგიონში მცხოვრები, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის, თელავის ან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში,მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და საკუთარის სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის დაფინანსებას.ფონდი აძლევს შესაძლებლობას მიიღონ დაფინანსება და გახდნენ სასტიპენდიო ფონდის სტიპედიანტები. გასულ წელს ფონდმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან 11ხელმოკლე სტუდენტს დაუფინანსა სწავლა. მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წელს 6 სტუდენტმა გააკეთა განაცხადი.

2017 წლის 9 ნოემბერს, რეგიონალური განვითარების საზოგადოება - სასტიპენდიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ცისანა კიღურაძე შეხვდა და ინდივიდუალურად გაესაუბრა სტიპენდიის მოსურნე სტუდენტებს. უახლოეს დღეებში გადაწყდება მიიღებს თუ არა დაფინანსებას აღნიშნული ექვსი სტუდენტი.სტუდენტების ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრის ორგანიზება გასწია უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა გულიკო ბექაურმა.

fondi 1fondi2fondi3

2017 წლის 8 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობის მიზნით ახალციხის N5 საჯარო სკოლის IVა და IVბ კლასის მოსწავლეები პედაგოგების ლია აწყურელი და ლუიზა მღებრიშვლის ხელმძღვანელობით. მათ უნივერსიტეტში ჩაატარეს გასვლითი გაკვეთილი პროექტის "ქართული უნივერსიტეტი" ფარგლებში.

მოსწავლეებმა უნივერსიტეტში დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, შეხვდნენ და მოუსმინეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს.გაეცნენ კაბინეტ-აუდიტორიებს, აკადემიურ პერსონალს. განსაკუთრებით ვრცელი საუბარი ჰქონდა მოსწავლეებთან ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნათელა ნაცვლიშვილ-ბერიძეს.

პროექტის ფარგლებში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

s1s2s3s5s6

2017 წლის 7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გამართა შეხვედრა სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე-„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი.“ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა თამთა ტეფნაძემ საზოგადოებას გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახური და მისი ფუნქციები, რა უფლებებით სარგებლობენ მომხმარებლები და რა უნდა გააკეთონ თუ ეს უფლებები ირღვევა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის ინიციატივით ტარდება მრავალი შეხვედრა მომხმარებლებთან და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. 2017 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან.

k2k 1k3k4