18.02.2013


18 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პიარ-კამპანიის ფარგლებში, ასპინძის საჯარო სკოლაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის – დამალის, ივერიის, ოშორისა და რუსთავის საჯარო სკოლების აბიტურიენტებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები, სტუდენტურიცხოვრება და სწავლის პირობები. საუბრის ბოლოს აბიტურიენტებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს მათმიერ დასმულ კითხვებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და ასპინძის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი.