1.03.2013


1 მარტს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდული ცენტრი" ინიციატივით რეგიონის საჯარო სკოლებიდან მოწვეული აბიტურიენტებისათის გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. აბიტურიენტებს უნივერსიტეტის რექტორი და ფაკულტეტების წარმომადგენლები შეხვდნენ. საუბარი შეეხო უნივერსიტეტში არსებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებზეც გამოცხადებულია მიღება. დაისვა მრავალი კითხვა, რაზედაც აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები.