21.03.2013


20 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამ ფაკულტეტზე -  განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა; ბიზნესის ადმინისტრირების და ინჟინერიის, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა - აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნები გაიმართა. იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნები ჩატარდება 22 მარტს. (შედეგები)