26.03.2013

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა 25 მარტს შვედ სტუმრებს უმასპინძლა. პასკალ ჯერომეს, ინა ლუნდშტორის და ჯოანა ადოლფონის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაცნობა იყო. უნივერსიტეტის სტუდენტებს მათ წარუდგინეს თავისი კულტურა და ტრადიციები, გაეცნენ ქართულ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. უნივერსიტეტთან არსებულმა ანსამბლებმა და საესტრადო სიმღერების შემსრულებელმა სტუდენტებმა სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.