29.03.2013

2 აპრილს, 13:00 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აბიტურიენტებისათვის გაიმართება ღია კარის დღე. აბიტურიენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შეხვდებიან პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორატის, დეკანატისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოისმენენ მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის რევაზ ჭიღლაძის საჯარო ლექციას.