11.04.2013

DSCN5497-110 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა  და ასპინძის მუნიცეპალიტეტის დამალის საჯარო სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.  

DSCN5485

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა,  პროფესორმა მერაბ ბერიძემ, დააკმაყოფილა პედკოლექტივისა და  მოსწავლეთა თხოვნა და ასპინძის ისტორიული წარსულის შესახებ საჯარო  ლექცია წაიკითხა.