15.04.2013

adigeni14 მარტს, ადიგენში, `საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის~  წევრების ინიციატივით მოეწყო აქცია `გავერთიანდეთ დამსახურებული სპორტსმენები ადიგენში სპორტის ასაღორძინებლად~.  დარბაზში მოწვეული იყვნენ ცნობილი სპორტსმენები რესპუბლიკის მასშტაბით, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს წიგნები. დაჯილდოვებულებს შორის იყვნენ მინდია შაინიძე _ მოჭიდავე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფრენბურთელი გრიგოლ კენჭოშვილი.