17.04.2013

britanetis elchi16 აპრილს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დევიდ მორანი ესტუმრა. შეხვედრა პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, ელჩიმა ქართულ-ბრიტანული ურთიერთობებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის თემას ნიუკასლისა  და სამცხე-ჯავახეთის  უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის საკითხიც წარმოადგენდა. სტუდენტთა მხრიდან დაისვა  კითხვები, რომლებიც ძირითადად გაცვლით პროგრამებს, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კულტურულ ურთიერთობებს ეხებოდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, დევიდ მორანმა უნივერსიტეტი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ნანახით და მასპინძლობით კმაყოფილი დარჩა.