18.04.2013

სტუდენტთა საყურადღებოდ! სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება აცხადებს კონკურსს თემაზე: ,,მულტიკულტურიზმი საქართველოში". საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
თემების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი. თემების წარდგენა შესაძლებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, მე-3 სართული, ოთახი 314.