18.04.2013

DSCN603017 აპრილს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით, ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  - ,,ენა დედაა ერისა“. სტუდენტებმა წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები და გამონათქვამები დედა ენაზე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაქართულენოვანი სტუდენტები; ლიტერატურულ – მუსიკალურ კომპოზიციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,ახალციხემ“ და ,,თამარიონმა“. საღამოს ორგანიზატორი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო დობორჯგინიძე.