8.05.2013

8 მაისს, თბილისში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა,  განხორციელდა საზაფხულო სკოლების თემების განხილვა–შეთანხმება.
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. გამოიკვეთა პარტნიორული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სახელით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჭილაძემ, რომელიც ივნისის თვეში ქართველი და უცხოელი კოლეგების წინაშე წარდგება მოხსენებით.