14.05.2013

DSCN688514 მაისს, ევროპის კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პოლიტოლოგმა უჩა ბლუაშვილმა, გამართა ლექცია თემაზე - `დასავლური ორიენტაცია და საქართველოს ისტორიული არჩევანი~. ლექციას უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექციის დასასრულს დაისვა არაერთი კითხვა, გაიმართა მსჯელობა. `დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასავლური ორიენტაცია არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან თუნდაც ცალკე აღებული ქართველთა თაობის მისწრაფება. ეს არის ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება. ჩვენ საუკუნეების წინ გავაკეთეთ არჩევანი და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ამ კურსიდან გადაეხვიოს ქართველ ხალხს~. – აღნიშნა ბატონმა უჩამ.