22.05.2013

ბაქოში 20-21 მაისს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის მესამე კონგრესი თემით: - "კავკასიის რეგიონებში ლიტერატურისა და ენის, ისტორიისა და პოლიტიკის, კულტურისა და ფოლკლორის, მეცნიერებისა და ტექნიკის საკითხევი". კონგრესზე 50-მდე უნივერსიტეტის რექტორებთან ერთად მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე. 

ამავე კონგრესის მსვლელობისას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თურქეთის რესპუბლიკის არტაანის უნივერსიტეტთან.