29.05.2013

IMG 4819-128 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა პროექტის ,,რა სამშობლო გვქონია” ფარგლებში გამართა ღონისძიება. მოეწყო ტაო-კლარჯეთის თემისადმი მიძღვნილი ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, ძეგლების პრეზენტაცია. სტუდენტებმა გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები, წაიკითხეს ლექსები და უჩვენეს პარხლის ხეობაში გადაღებული ვიდეო, რომელიც ასახავდა ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებას.
ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუდენტების საქმიანობა დადებითად შეაფასეს პროექტის მონაწილე ლექტორებმა: ვასილ მოსიაშვილმა და ნათელა ბერიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ.