7.06.2013

3-7 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასაწვლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტემპუსის პროექტის `ბილინგვური განათლების მასწავლებლის პროგრამის განვითარება საქართველოსა და უკრაინაში~ ფარგლებში დაგეგმილ მორიგ სამუშაო შეხვედრას.  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივრსიტეტთან ერთად  სამცხე-ჯავახეთს  ეწვივნენ პროექტში ჩართული სტუმრები უკრაინიდან: დნეპროპეტროვსკის, ლვოვისა და ყირიმის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრა დაეთმო ბილინგვური განათლების მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის შემუშავებას. შეხვედრა დატვირთული იყო ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიებითაც.