2.09.2013

DSCN8802სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტში 2 სექტემბერს სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყო. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, აიწია სახელმწიფო დროშა, რჩეულმა სტუდენტებმა რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ძეგლები ყვავილებით შეამკეს, სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მერაბ ბერიძე გულითადად მიესალმა და ოთხივე ფაკულტეტეტიდან წარჩინებული  სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის საზეიმოდ დააჯილდოვა სიგელებით. მისალმებას უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი მოჰყვა. დასასრულს ყველა პირველკურსელს, ფაკულტეტების მიხედვით, დეკანატის წარმომადგენლები შეხვდნენ და ესაუბრნენ მათთვის საინტერესო საკითხებზე.DSCN8816