11.10.2013

"მუნიციპალიტეტის პირველობაზე" ქალთა ფრენბურთში პირველი ადგილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა. უნივერსიტეტის გუნდმა სამი თამაში მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა. ფინალში მეტოქეობა  ახალციხის მუნიცილიტეტის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდმა გაუწია. თამაში დასრულდა ანგარიშით 25:18 და 25:13 უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ. გამარჯვებულ გუნდს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.