11.10.2013

facacia10 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანამშრომელმა, ქეთი ფაცაციამ, უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. ქალბატონი ქეთი სტუდენტებს ესაუბრა პროექტზე, რომელსაც  ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გერმანიის თანამშრომლობის ფონდთან ერთად ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში, სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, ახალგაზრდების ჩართულობასაც  ითვალისწინებს. შეხვედრაზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მაია სხირტლაძე; მისი თქმით, ადგილობრივი2 თვითმმართველობა გაითვალისწინებს ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აისახება მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში. Aამ საკითხებთან დაკავშირებით, ოქტომბრის ბოლოსათვის დაიგეგმა სტუდენტთა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.