11.10.2013

1385088 418636054907400 2059060409 n10 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია ჩრ.კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ჯონ კლასენი. სტუმრობის მიზანი აგროტექნოლოგიების მიმართულებით ,,მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება იყო. მოლაპარაკების შემდეგ სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განსაკუთრებით დაინტერესდა შესაბამისის მიმართულებაში არსებული სამეცნიერო ლიტერატურით.