10.10.2013

DSCN9312განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის თეონა იველაშვილის ინიციატივითა  და სტუდენტური თვითმმართველობის გვერდშიდგომით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა პოეზიის საღამო გამართეს და Dდამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. საღამოს ორგანიზატორებს, სურვილი აქვთ, ამგვარი პოეზიის საღამოებით,  ლიტერატურული ხუთშაბათობების ტრადიციის აღდგენას შეუწყონ ხელი.