18.10.2013

18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა მხატვარ ზვიად ბერიძის ფოტოგამოფენა ,,ტაო-კლარჯეთის მარგალიტები“. ღონისძიების ორგანიზატორები ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები იყვნენ. გამოფენის გახსნას, სტუდენტებთან და უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფოტოგამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.