1.11.2013

2 ნოემბერს, 11 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს.
შეხვედრის მიზანი – ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლება იქნება. ამავე დროს უნივერსიტეტების აკადემიური საბჭოები შეხვედრაზე განიხილავენ უნივერსიტეტის მართვის თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებზე.