18.11 2013

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საერთაშორისო ფინურ-ქართული პროექტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. პროექტი ხორციელდება სკოლა-აკადემია ,,ევრიკას“ ფარგლებში. მისი სახელწოდებაა - ,, მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, გავეცნოთ, ვენდოთ ერთმანეთს“. მასში ჩართული არიან სტუდენტები საქართველოს ხუთი უნივერსიტეტიდან და სკოლის მოსწავლეები. პროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა. 
ამ მიზნებით ჩვენი უნივერსიტეტისა და პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.