15.11.2013

tempus-115 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა პილოტირება ტემპუსის საერთაშორისო პროექტის -ASPARE-ის ფარგლებში მომზადებულმა მოდულმა-,,ინგლისური სპეციალური საჭიროების ბავშვებისათვის“-ESP, რომელსაც უძღვებოდა პროფ. გულნარა ჯანოვა. პილოტირებას აკვირდებოდნენ ლიმერიკის უნივერსიტეტის (ირლანდია) ექსპერტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (პროექტის წამყვანი),  მკვლევარ/ექსპერტები პროფ. ხათუნა დოლიძე და ნინო გოგიჩაძე, ასევე სჯსსუ-ს  ASPARE-S პროექტში მონაწილე მკვლევარი პროფ. ირმა ქურდაძე და პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი)