11.12.2013

zaqareishvili10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ,,ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე“.
შეხვედრამ, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინტერესოდ და ცხარე დებატების ვითარებაში ჩაიარა.