20.12.2013

inglish16-19 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ და საერთაშრისო ურთიერთობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ მონაწილეობა მიიღეს „ოქსფორდის ლიდერთა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სამიტზე“. სამიტი ყოველწლიურად იმართება და უკვე მეექვსედ ჩატარდა, სადაც ორმოცდაათზე მეტი ქვეყნიდან ორასზე მეტმა უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივრესიტეტის სამეცნიერო გამოცემების, წიგნების, სარეკლამო მასალების პრეზენტაცია. ამასთან ერთად უნივერსიტეტის რექტორმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „საუნივერსიტეტო კავშირები და სამეცნიერო ურთიერთობათა პერსპექტივა“.