23.01.2014

დოქტორ ჰარტვიგ მენენის სტუმრობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.   ჰარტვიგ მენენინი კავშირის - სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიური წონასწორობა აღმოსავლეთ ევროპასთან (LOGO) თავმჯდომარე, 23 იანვარს ეწვია უნივერსიტეტს.  შეხვდა  ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიუდენტებს დაპროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრა ორივე მხარისთვის საინტერესო იყო. დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლითაც LOGO, გერმანიის შრომისა და დასაქმების უწყებასთან შეთანხმებით, უნივერსიტეტის - სასოფლო სამეურნეო სპეციალობების შერჩეული სტუდენტებისთვის საგანში "ეკოლოგიური მიწათმოქმედება“ ორგანიზებას გაუკეთებს საწარმოო პრაქტიკას.