6.02.2014

ronda სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა პროექტ DOIT-ის კოორდინატორი რონდა სოფერი. იგი შეხვდა რექტორს პროფესორ მერაბ ბერიძეს, პროექტის წევრებს და განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო პროექტის განხორციელების პროცესში შესრულებულ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და  სამომავლო საქმიანობას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 26-30  მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტში.