26.02.2014

mesame skolaსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მორიგი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის №3 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის გამართეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ენის მომზადების პროგრამასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირების წესებზე. ფაკულტეტების დეკანებმა და უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს გააცნეს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები, ასევე სპორტული და კულტურული წრეები.