04.03.2014

1393951109 tmp მიმდინარე წლის 23–26 თებერვალს ქ. დრეზდენში(გერმანია) გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის ტემპუსის (ASPIRE) მორიგი, მე–5 შეხვედრა . შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ( ირლანდია, გერმანის, სლოვენია), საქართველოს ( თბილისი, ბათუმი, სამცხე–ჯავახეთი) და სასომხეთის (ერევანი, გორისი) უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ პროექტის მენეჯერი და მკვლევარი, პროფესორი თინა გელაშვილი და მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ჯანოვა.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის შუალედური ანგარიშების წარდგენა, გაწეული (როგორც ფინანსური, ასევე კვლევითი ) სამუშაოს შეფასება, პირველი პილოტირების შედეგებისა და შემუშავებული მოდულების ( სულ 8) გაცნობა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში მონაწილეთა მიერ გაწეული მუშაობა როგორც კვლევითი, ისე ფინანსური, საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შეფასდა დადებითად.