05.03.2014

Picture 014მიმდინარე წლის 20-22 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,( E-wp.4.3) ფარგლებში ჩატარდა პარტნიორი უნივერსიტეტების TEMPUS-ის  (CASED)  ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდასაჭერად თანამშრომლობის ინიციატივების შემუშავებას და კარიერული ცენტრების შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი და ექსპერტი პროფ. თინა გელაშვილი. მომზადდა მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი როგორც უნივერსიტეტების, ისე დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ.