11.03.2014

1525373 477671162337222 722821855 nსამშაბათს, 11 მარტს, 16:00 საათზე, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ქალბატონ სიუზან კლოსტერჰაუსის შეხვედრა სტუდენტებთან.
ქალბატონი სიუზანი საქართველოში ჩამოვიდა აშშ საელჩოს მოწვევით.
შეხვედრის თემა იყო:
“ CRADLE TO CRADLE CERTIFIED: THE NEXT INDUSTRIAL REVOLUTION “, ანუ “აკვნიდან აკვნამდე: ახალი რევოლუცია სამრეწველო ინდუსტრიაში“.
ლექცია-სემინარი ეხებოდა ნარჩენების მართვის პრობლემას - ნარჩენების რეციკლირებას და ასევე ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას უსაფრთხო, პროდუქტიული ტექნიკური მეტაბოლიზმის მაღალი ხარისხის გამოყენებაზე ინდუსტრიაში. ეს არის ერთიანი ეკონომიკური, სამრეწველო და სოციალური პროგრამა, რომელიც ცდილობს შექმნას სისტემა, რაც არის არა მხოლოდ ბიოეფექტური, არამედ იგი არსებითად ცვლის სამრეწველო ნიმუშების და წარმოების ბიოუსაფრთხოებას. სემინარის ბოლოს საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სტუდენტებმა, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურმა პესონალმაც.