12.03.2014

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს საქართველოს სტუდენტურ ლიგას მინი-ფეხბურთში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული გუნდი მონაწილეობას იღებს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელიც იყოფა ორ : „ა“ და „ბ“ - ჯგუფებად. „ა“ ჯგუფში თამაშობს 8 გუნდი, რომელთა შორის ერთ - ერთი სამცხე - ჯავახეთის სპორტული გუნდია.
პირველი გასვლითი შეხვედრა გაიმართა 11 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ანგარიშით 6 : 3 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით.