12.03.2014

11 მარტს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს “ დირექტორის პირველ მოადგილეს, ბატონ გიორგი შალუტაშვილს ესაუბრნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი მერაბ ბერიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ბიძინა მაისურაძე.
  სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის I და II კორპუსები, ასევე II კორპუსთან არსებული სპორტული დარბაზი. შეხვედრაზე განხილულ იქნა უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი და ქ.ახალციხეში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის აშენების აუცილებლობა. მოინიშნა ყველა ის სამუშაო, რომელზეც უნივერსიტეტს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.