14.03.2014

chogbur  13 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. პირველი ადგილი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის  III კურსის სტუდენტმა გიორგი ოქრომელიძემ, მეორე და მესამე ადგილები კი  იურიდიული  ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა ზაზა მღებრიშვილმა და I კურსის სტუდენტმა ლევან მეგუთნიშვილმა დაიკავეს. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები.