14.03.2014

mansankan jiuri 14 მარტს,14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ე.წ. „მან-სან-კანის“ ჩემპიონატი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების გუნდები. 
 ღონისძიებამ საკმაოდ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: „მან-სან-კანის“ ფედერაციის პრეზიდენტი - ნიკოლოზ მახვილაძე, გოჩა თანდარაშვილი, ზვიად ბლიაძე, გივი მელაშვილი და  უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის განყოფილების უფროსი თემურ მაღრაძე, სხვადასხვა გუნდებიდან შეარჩია სტუდენტები, თბილისში რესპუბლიკურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

გამარჯვებულ გუნდად გამოცხადდა „და სხვა“.mansakan bavshvebi