18.03.2014

zamtris sk  მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 15 მარტამდე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მამუკა ოქრომელიძემ, თეონა გოროხოვმა, მარიამ დავლაშერიძემ და ნათია მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მეხუთე ზამთრის სკოლაში, რომელიც გაიმართა თურქეთში, ქ.ერზრუმში, ათათურქის უნივერსიტეტში. სამკვირიანი ვადით, სკოლაში წასვლის ორგანიზება მოხდა, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყო კულტურულ -საგანმანათლებლო მიმართულებაც. ზამთრის სკოლის დასრულებისას, სტუდენტებს გადაეცათ თურქული ენის პრაქტიკულ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.