18.03.2014

 imitirebuli18 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა, ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი _ ,,ნარკოტიკული დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის I ნაწილი“ (,,დანაშაულის კვალიფიკაცია”). 

 სტუდენტებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. 

 იმიტირებულ სასამართლო პროცესს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ნელი ღონღაძე.

 სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, სადაც სიტყვით გამოვიდნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ჭილაძე და უნივერსიტეტის პრორექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ნიკო ახალკაცი.