18.03.2014

1911255 479927522111586 1062473308 o  18 მარტს, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებთან ერთად, საპრეზენტაციო შეხვედრა გამართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების დირექტორებთან. შეხვედრის ორგანიზატორი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნარცის კარაპეტიანი იყო. ღონისძიებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დირექტორებმა სრული ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის შესახებ.