19.03.2014

  19 მარტს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებთან ერთად, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების დირექტორებთან, მორიგი საპრეზენტაციო შეხვედრა გამართა.
  შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. სკოლების დირექტორების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა და მათ სრული ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს სარეკლამო მასალები დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტების და გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ სახით.