21.03.2014

  საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს საქართველოს სტუდენტურ ლიგას ფუტსალში.
  11 მარტს, გაიმართა პირველი შეხვედრა. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდს და დაამარცხა, ანგარიშით 6:3.
  19 მარტს, მეორე შეხვედრა საავიაციო უნივერსიტეტის გუნდთან, კვლავ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5:3.
  მორიგი შეხვედრა დაგეგმილია 26 მარტს, ჯიპას უნივერსიტეტის გუნდთან.