21.03.2014

 20 მარტს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა პროექტის „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება " პრეზენტაცია, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანია აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა უმაღლესი განათლების სარეფორმო პროცესებში.
 პროექტში მონაწილეობდნენ ექსპერტები: თამარ ზაალიშვილი, გია მაჩაბელი, ლალი ბაქრაძე, თამარ ბრეგვაძე, ირინე დარჩია. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსია გაიმართა.