24.03.2014

inglisuri maswavlebelta 2014 წლის 22 მარტს, თბილისში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლივი კონფერენცია - უწყვეტი პროფესიული განვითარება და შესაძლებლობები ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
 კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის პრეზენტაცია და ინგლისური ენის მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელ პირთა ცნობიერების ამაღლება, უწყვეტი პროფესიული განვითარების ცნების და საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელთათვის არსებული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ახალციხის ფილიალის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ჯანოვა და ETAG-ის წევრი, ხატია ნოზაძე.