26.03.2014

turqetis elch126 მარტს, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თანმხლებ პირებთან ერთად, სტუმრობდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თურქეთის ელჩმა ბატონ მერაბ ბერიძეს მადლობა გადაუხადა მიღებისა და ყურადღებისთვის, ასევე მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.turqetis elch